ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ექსტრემისტი სუნიტები თალიბანის მეამბოხეებს შეუერთდნენ


ოფიციალური პაკისტანის განცხადებით, ექსტრემისტი სუნიტები თალიბანის მეამბოხეებს შეუერთდნენ პაკისტანში დესტაბილიზაციის შესაქმნელად.

ოფიციალური პირები სუნიტ ექსტრემისტებს ადანაშაულებენ კარაჩიში ორშაბათს დაკრძალვის ცერემონიალზე მიტანილ თავდასხმაში. თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა და 40-ზე მეტი შიითის სიცოცხდლე შეიწირა.

პაკისტანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მეამბოხეები ყველანაირად ცდილობენ ისლამისტური მეამბოხური ომი რელიგიური სექტების დაპირისპირებაში გადაზარდონ.

ექსტრემისტი სუნიტები შიით მუსულმანებს მკრეხელებად აღიქვამენ. შეიითები პაკისტანის მოსახლეობის ერთ მეხუთედს შეადგენს, ხოლო სუნიტები კი 70 პროცენტს.

XS
SM
MD
LG