ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ამერიკის მთავარობა ყველაფერს აკეთებს, რათა დაიცვას ამერიკელები“- აცხადებს ობამა


როგორც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა აშშ ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს, რათა დააკავოს და პასუხისგებაში მისცეს ისინი, ვინც დაგეგმა წარუმატებელი ტერაქტი ამერიკულ სამგზავრო ავიალაინერზე. ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ჰავაიში გააკეთა. ეს მისი პირველი კომენტარია, მას შემდეგ რაც პარასკევს ნიგერიის მოქალაქე შეეცადა ნაღმის დეტონირება მოეხდინა ამერიკული კომპანია“ნორთ-ვესტ“-ის ავიალაინერზე, რომელიც ამსტერდამიდან დეტროიტისაკენ მიფრინავდა. ობამამ გასცა განკარგულება მთლიანად გადასინჯონ ავიამიმოსვლის უსაფრთხოების წესები და პოტენციურ ტერორისტთა სიები. როგორც ობამამ განაცხადა აშშ მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა ალაგმონ ტერორისტები ავღანეთში, პაკისტანში იემენში, სომალისა და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, რომლებიც ცდილობენ დარტყმა მიიტანონ აშშ-ზე. ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში „ არაბეთის ნახევარკუნძლზე ალყაიდას“ სახელით ცნობლმა დაჯ გუფებამ იკისრა პასუხისმგებლობა ამ წარუმატებელი ტერაქტისათვის. დაჯგუფება ამტკიცებს, რომ ეს იყო პასუხი აშშ-ს მხარდაჭერაზე იმ სამხედრო ოპერაციებისადმი, რომელიც ამჟამად იემენში მიმდინარეობს ამ დაჯგუფების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG