ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზბეკეთში საპარლამენტო არჩევენები ჩატარდა


უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ მთავრობის მხარდამჭერმა პარტიებმა მიიღეს მონაწილეობა კვირას უზბეკეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღეს მონაწილეობა. დამკვირებელთა ცნობით, უზბეკ ამომრჩეველთა 88 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. არჩევნების შედეგები ცნობილი გახდა დღეს. არჩევნებში მთავრობის ოთხი მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიის კანდიდატი მონაწილეობდა. ისინი უზბეკეთის პარლამენტის ქვედა პალატის 135 ადგილისთვის იბრძვოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ 15 საპარლამენტო ადგილი დაკვეთილია გარემოს დაცვის ორგანიზაციისთვის სახელწოდებით უზბეკეთის ეკოლოგიური მოძრაობა. უზბეკეთში ოფიციალურად დარეგისტრირებული ოპოზიციური პარტიები არ არსებობს. ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ჯგუფების განცხადებით, ბატონ კარიმოვის მთავრობას ათასობით პოლიტიკური პატიმარი გამოკეტილი ჰყავს საპატიმროებში, რის გამოც უზბეკეთის მთავრობა მსოფლიოში ყველაზე რეპრესიულად ითვლება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კარიმოვი უზბეკეთს 1991 წლიდან ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიდან მართავს.


XS
SM
MD
LG