ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლანსკი მხარდამჭერებს მადლობას უხდის


ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის პრიზის ლაურეატმა რომან პოლანსკიმ ღია წერილში მხარდამჭერებს მიმართა. მისი თქმით, მხარდამჭერებისგან მიღებულმა გზავნილებმა მას „ნუგეში და იმედი“ მისცა. როგორც ცნობილია, პოლანსკის შვეიცარიიდან შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია ემუქრება.

ეს არის პოლანსკის პირველი საჯარო განცხადება მას შემდეგ რაც მიმდინარე თვის დასაწყისში იგი შვეიცარული ციხიდან თავდებით გამოუშვეს. პოლანსკი ამჟამად შინა პატიმრობაში იმყოფება საკუთარ სახლში, რომელიც შვეიცარული ალპების მაღალმთიან სათხილამურო კურორტ გსტაადშია განლაგებული.

ფრანგმა ფილოსოფოსმა ბერნარდ ჰენრი-ლევიმ პოლანსკის წერილის ნაწყვეტები საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

70-იანი წლების მიწურულს პოლანსკიმ ლოს ანჯელესის სასამართლოში აღიარა, რომ მას 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა. 1978 წელს განაჩენის მიღებამდე მან დატოვა შეერთებული შტატები და ამა წლის სექტემბრამდე გაქცეული იყო. როგორც ცნობილია, სექტემბერში იგი ციურიხში ჩასვლისას დააკავეს.


XS
SM
MD
LG