ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად, ადგილობრივი ოფიციალური პირი და მისი ოჯახის ხუთი წევრი დაიღუპა. პაკისტანის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ქვეყნის ტომებით დასახლებულ ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მომხდარი აფეთქების შედეგად ადგილობრივი ოფიციალური პირი და მისი ოჯახის ხუთი წევრი დაიღუპა.

ოფიციალური პირების ცნობით, დღეს ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ყურამის ტომებით დასახლებული რეგიონის ქალაქ სადაში ადგილობრივი ოფიციალური პირის სარფარაზ ხანის სახლის მახლობლად აფეთქება მოხდა. თალიბ მეამბოხეებს ხსენებულ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არ აუღიათ, მაგრამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მთავრობის წარმომადგენლებზე მომხდარი თავდასხმების უკან, როგორც წესი, სწორედ თალიბი მეამბოხეები არიან.

ამასობაში, მეზობელ ჩრდილოეთ ვაზირისტანის ტომებით დასახლებულ რეგიონში, პაკისტანის ოფიციალური პირების ცნობით, შაბათს შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, ერთი ადგილობრივი მეამბოხეების საველე მეთაურის ჩათვლით.


XS
SM
MD
LG