ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ხორვატიაში პრეზიდენტის არჩევნებია


დღეს ხორვატიაში პრეზიდენტის არჩევნებია. ხორვატებმა უნდა აირჩიონ ქვეყნის პრეზიდენტად ის ადამიანი, რომელიც ევროკავშირის წევრობას მიაღებინებს ქვეყანას.

საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა და 12 საათის განმავლობაში ხორვატებს სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემის საშუალება მიეცათ. საარჩევნო უბნებიდან წინასწარ მონაცემებს კვირას საღამოსთვის ელიან. საპრეზიდენტო სკამისთვის 12 კანდიდატი იბრძვის.

მათგან გამოკითხვებით უპირატესობა სოციალ-დემოკრატს, პროფესორ ივო იოსიპოვიჩს ენიჭება. მაგრმა ამასთან სავარაუდოდ იგი ვერ მოაგროვებს საჭირო ხმების 50%-ზე მეტს, რომელიც მის უპირობო გამარჯვებას ესაჭიროება. ამ შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური 10 იანვრისთვისაა დაგეგმილი.



XS
SM
MD
LG