ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალელი მეკობრეები ჩინურ გემს გაათავისუფლებენ


სომალელი მეკობრეების განცხადებით, ისინი მალე გაათავისუფლებენ ჩინურ გემს, რომელიც მათ ორი თვის წინ სომალის სანაპიროს მახლობლად გაიტაცეს.

მეკობრეები იუწყებიან, რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ჩინური სატვირთო გემის „დე შინ ჰაის“ და მისი ეკიპაჟის გამოსასყიდად ისინი დაახლოებით 4 მილიონ დოლარს მიიღებენ.

წინასწარი მონაცემებით, მეკობრეებმა 25-წევრიან ეკიპაჟს არაფერი ავნეს. თუმცა თავდაპირველად ისინი იმუქრებოდნენ მთელი ეკიპაჟის ამოხოცვით, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთის საზღვაო ძალები ეკიპაჟის ძალით გათავისუფლებას შეეცდებოდნენ.


XS
SM
MD
LG