ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ბომბის აფეთქებამ ექვსი მომლოცველის სიცოცხლე იმსხვერპლა


ერაყის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ ერაყში აშურის დღესასწაულის აღსანიშნავად შეკრებილ შიიტ მლოცველებს შორის მომხდარმა აფეთქებამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფეთქების შედეგად აგრეთვე დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა.

დღეს ქალაქ ტუზ ხორმატოში მომხდარი აფეთქება წარმოადგენს ერაყის შიიტების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც აშურის დღესასწაულის მოახლოვებამდე კიდევ უფრო გახშირდა. დღეს მილიონობით ერაყელი შიიტი რელიგიური პროცესიებით აშურის 10-დღიანი დღესასწაულის კულმინაციას აღნიშნავს.

ერაყის მთავრობის განცხადებით, დაახლოებით სამი მილიონი მლოცველი შეიკრიბა მთავარ პროცესიაში, რომელიც ქალაქ ქერბალაში გაიმართა, სადაც შიიტების წმინდანის იმამ ჰუსეინის საკურთხეველი მდებარეობს.


XS
SM
MD
LG