ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი  ქრისტიანი მისიონერი  ჩრდილოეთ კორეის საზღვარს   კვეთს



ამერიკელმა ქრისტიანმა მისიონერმა რობერტ პარკმა ჩრდილოეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა. ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციები იუწყებიან, რომ ბატონ კლარკს ჩრდილეოთ კორეის ლიდერისთვის კიმ ჯონგ ილისთვის სპეციალური წერილი აქვს გადასაცემი, რომელშიც მას პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას, საკონცენტრაციო ბანაკების დახურვას და საზღვრების გახსნისკენ მოუწოდებს.

დასავლეთი ჩრდილოეთ კორეას ათასობით პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვაში ადანაშაულებს, რასაც ფხენიანი კატეგორიულად უარყოფს.რობერტ პარკი კორეული წარმოშობის ამერიკელია, რომელიც საერთაშორისო კამპანიაში იღებს მონაწილეობას ყველა კორეელისთვის თავისუფლების მინიჭების მოთხოვნით.



XS
SM
MD
LG