ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოგადიშუში შეტაკებისას 11 ადამიანი დაიღუპა



სომალის დედაქალაქ მოგადიშუში შეტაკებისას დაიღუპა 11 და დაიჭრა 25 ადამიანი.

მეამბოხეთა დაჯგუფება ჰიზბულ ისლამის წევრები თავს დაესხნენ სამხედრო ბაზაზე დაბანაკებულ აფრიკის კავშირის მშვიდობისმყოფელებსა და სომალის სამხედრო ძალებს.

თვითმხილველები აცხადებენ რომ შეტაკებისას გასროლილი ნაღმები დაეცა შვიდობიან მოსახლეობას.

მეამბოხეთა დაჯგუფება ჰიზბულ ისლამი და მისი ყოფილი თანამოაზრე დაჯგუფება ალშაბაბი ცდილობენ გადააგდონ სომალის მთავრობა და ისლამური სახლემწიფო ჩამოაყალიბონ.

ორ დაჯგუფებას შორის კონფლიქტი მიმდინარე წლის დასაწყისში ქალაქ კისმაოს კონტროლის გამო დაიწყო.

მიუხედავად ორი დაჯგუფების დასუსტებისა სოამლის მთავრობა ვერ არეგულირებს სიტუაციას და დედაქალაქის მხოლოდ პატარა ნაწილს აკონტროლებს.


XS
SM
MD
LG