ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციპი ლივნის მთავრობაში შესვლა შესთავაზეს


ხუთშაბათს ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიაამინ ნათანიაჰუმ ოპოზიციის ლიდერს ციპი ლივნის მთავრობაში შესვლა შესთავაზა.

ნათანიაჰუს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრის ეს ნაბიჯი ერთიანი ძალებით საშიანო თუ საგარეო კონფლიქტისა და კრიზისის დაძლევას ითვალისწინებს. პრემიერ მინისტრი აცხადებს,რომ მომავალი გაერთიანებული მთავრობა ისრაელის-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირებასა და ორი სახელმწიფოს თანაარსებობის პროექტს დაეყრდნობა.

ისრაელის 120 წევრიანი პარლამენტში ციპი ლივნისპარტიას კადიმას 28 ადგილი უჭირავს. როგორც კადიმას ლიდერი აცხადებს , პრემიერ მინისტრი შემოთავაზების მიღებას არ გამორიცხავს, თუ ის მის ინტერესებს დააკმაყოფილებს.

ნათანიაჰუს ადმინისტრაცია აცხადებს,რომ პრემიერ მინისტრმა სერიოზული წინადადება შესთავაზა ლივნის და მისგანაც მსგავს პასუხს ელის.


XS
SM
MD
LG