ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ანსხვავებთ ქალებს მამაკაცებისგან?



ქალებს მამაკაცებთან შედარებით ბევრად უფრო პატარა ხელის თითები აქვთ. თუმცა მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა,რომ რაც უფრო პატარა ზომისაა ხელის თითები , მით უფრო მეტად არის მასში შეხების შეგრძნებები განვითარებული. ადამიანებმა უხსოვარი დროიდან იციან,რომუსინათლოებს ხელისთითებში მგრძნობელობა განსაკუთრებულად აქვთ განვითარებული. თუმცა ,როგორც ირკვევა ამ შემთხვევაშიცსუსტი სქესის უსინათლოები უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან.

ზოგადად ქალი და მამაკაცი სამყაროს ერთნაირი თვალით არ უმზერს და ამიტომაც მათი შეგრძნებები და სამყაროს მიმართ დამოკიდებულება ერთმანეთისგან ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავდება.

ახლა გაგაცნობთ რამოდენიმე თვისებას,რაც ქალებს მამაკაცებისგან გვანსხვავებს:

როგორც ირკვევა,ადამიანებთან ურთიერთობებში ქალები სიმპატიასუფრო მეტად ვიმსახურებთ და გადაწყვეტილების მიღების დროსაცმეტად შედეგიან და სწორ არჩევანის გაკეთება შეგვიძლია.

მიუხედავად იმისა,რომ მამაკაცის ტვინი ქალთან შედარებით 10 პროცენტით უფრო დიდი ზომისაა,ინტელექტთან მიმართებში ეს მამაკაცს არანაირ უპირატესობას არ ანიჭებს. ამის მიზეზი კი თურმე ის გახლავთ , რომ მამაკაცის სხეულის წონა ქალზე უფრო მეტია და ტვინის ზომაც შესაბამისად უფრო დიდი გამოდის.

მაშინ როცა ქალისტვინიაზროვნებისას ორივე ნახევარსფეროს თანაბრად ამუშავებს,მამაკაცის ტვინი ამ საქმეში უპირატესობას მხოლოდ მარცხენა ნახევარსფეროს ანიჭებს.

სტრესულ სიტუაციაში ქალებს გვაქვს უნარი საკუთარი ემოციებიგავაკონტროლოთ, ვინერვიულოთ,მაგრამ ოჯახსდა შვილებს ზრუნვა არ მოვაკლოთ. სტრესის ქვეშ მყოფი მამაკაცები კი ამას ვერაფრით ახერხებენ ,მრისხანების დაფარვა არ ძალულთ და მთლიანად საკუთარი ემოციების ტყვეობაში ექცევიან .

უცხო ენების შესწავლას რაც შეეხება -ქალები აქაც უფრო მეტად საზრიანები ვართ და სასაუბრო უცხო ენას უფრო სწრაფად და შედეგიანად დავძლევთ.

იქიდან გამომდინარე,რომ ქალებს ტვინის უჯრედოვანისტრუქტურა უფრო ღრმა აქვთ-ემოციებიც გულთან უფრო ახლოს მიაქვთ და სითბოსა და ზრუნვის გამოხატვაც უფრო უკეთესად შეუძლიათ.ამიტომაც არის,რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით, შვილებზე ზრუნვასა და აღზრდას -უკეთესად ვახერხებთ.

რაც შეეხება ტკივილის შეგრძნებას,ქალები მამაკაცებთან შედარებით ფიზიკურ ტკივილს უფრო რთულადუმკლავდებიან.ამიტომაცაა,რომ სუსტი სქესის წარმომადგენელს ტკივილის გასაყუჩებლად მამაკაცთან შედარებით უფრო მეტი დოზით მედიკამენტის მიღება სჭირდება.

როგორც ირკვევა ქალისა და მამაკაცის ტვინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.მანდილოსნები ძლიერი სქესის წარმომადგენლებისგან ანატომიურად, ქიმიურად,ჰორმონალურად და ფსიქოლოგიურადაც რადიკალურად განვსხვავდებით. ზუსტად ეს განსხვავება იწვევს ჩვენს შორის აზროვნების,აღქმის,შეგრძნებებისა და ქცევების დრამატულ სხვაობასაც. თუმცა ამას ალბათ მაინცუნდა შევეგუოთ და ვაღიაროთ,რომ რაღაი ღმერთმა ასე ინება ,იმიტომაცაა, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა მთელი კაცობრიობის მანძილზე უსაზღვროდ საინტერესო და ბოლომდე ამოუცნობია რამაა ...


XS
SM
MD
LG