ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის მთავრობამ იერიში მიიტანა ალყაიდას ლიდერების თავშესაფარზე


იემენის ოფიციალური პირების განცხადებით, მთავრობის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ალყაიდას ლიდერების თავშესაფარზე. განხორციელებული ოპერაციის შედეგად სავარაუდოდ 30 მეამბოხე მოკლეს.

იემენის საჰარო ძალების რეიდი აღმოსავლეთ პროვინციაში შაბვაში განხორციელდა. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ მეამბოხეები ტერაქტის განხორციელებას იემენის ეკონომიკური დანიშნულების ობიექტებზე აპირებდნენ.

სავარაუდოდ რეიდის დროს ალყაიდას ორი მეთაური მოკლეს, მაგრამ ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.

იემენის მთავრობამ ალყაიდას წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერა რის შედეგადაც ბოლო ერთი კვირის მანძილზე 34 მეამბოხე მოკლეს და 17 დაიჭირეს.

XS
SM
MD
LG