ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასობით ქრისტიანი მომლოცველი ბეთლემს სტუმრობს


ათასობით ქრისტიანი მომლოცველი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე - ბეთლემს სტუმრობს, ტურისტები ქრისტესშობის ადგილის მონახულებას ცდილობენ. პალესტინის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ შობის დღესასწაულზე 50 ათასამდე სტუმარი ჩავა ბეთლემში. ეს კი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას შეუწყობს ხელს. ბეთლემში ტურისტთა რაოდენობის ზრდა ისრაელ პალესტინას შორის ძალადობის შემცირებითაა გამოწვეული. გასული წლებში ტურისტთა აქტივობა რეგიონში არსებლი დაძაბულობის გამო შემცირებული იყო.

პალესტინელმა სკაუტებმა დღეს შობის დღესასწაულის აღსანიშნავ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ზეიმის კულმინაცია შუაღამეს შობის ტაძარში ღვთისმსახურებით დასრულდება.


XS
SM
MD
LG