ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ყოფილ პრეს სპიკერს 6 წელი მიესაჯა


ირანის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა მთავრობის ყოფილ პრეს სპიკერს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ არეულობაში მონაწილეობისთვის. აბდულა რამეზანზადე ირანში ცნობილი რეფორმატორია. რევოლუციურმა სასამართლომ მას ბრალად დასდო ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებებში.

ირანის მედია არ იუწყება, თუ როდის იქნა გამოტანილი განაჩენი.

რამეზანზადე პრესსპიკერის თანამდებობაზე 1997 - 2005 წლებში მუშაობდარეფორმატორი პრეზიდენტის მუჰამედ ხათამის მმართველობის პერიოდში.

რამენზანზადე იმ მრავალრიცხოვან რეფორმატორებს შორის იყო რომლებიც ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების არეულობისთვის გაასამართლეს.

XS
SM
MD
LG