ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა იზიარებს  ევროკავშირის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას


ევროკავშირის საბჭომ, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს ირანის მიერ ნდობის აღდგენის მიმართულებით გაწეული სამუშაოს გამო. ირანს ამ დროს საშუალება ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ ირანის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა და თეირანში ნების არარსებობა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიზნით, ადექვატურ პასუხს საჭიროებს

თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ ამერიკა იზიარებს ევროკავშირის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას. გიბსმა დასძინა ისიც, რომ ვაშინგტონს, მის სხვა პარტნიორებთან ერთად, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული გაუგებრობის დიპლომატიური მეთოდებით მოგვარება სურს. მაგრამ მანვე აღნიშნა, რომ ირანმა ვერ მოახერხა იმ მრავალი შესაძლებლობის გამოყენება რათა ნდობა აღედგინა საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, მან დაიმოწმა ირანის უარი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე- დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის სხვა ქვეყანაში გადაგზავნის თაობაზე. თითქოსდა ამ იდეის თავდაპირველი მხარდაჭერის შემდეგ, ირანელმა ლიდერებმა ბოლოს უარყვეს ეს წინადადება.

რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ თუ ირანი კვლავინდებურად არ შეასრულებს მისი ბირთვული პროგრამისადმი დაწესებულ მოთხოვნებს, და ასევე დაარღვევს გაეროს უშიშროების საბჭოსა და ატომური ენერგიის სააგენტოს პირობებს, ის შედეგებს მოიმკის. „ ამერიკა მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან რათა გარანტირებულ იქნას შედეგი.„ თქვა გიბსმა და ამასთან ერთად ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ ამერიკა და მისი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ ირანის რეჟიმთან მიმართებაში ერთიანი მიდგომის შესამუშვებლად.

ტელეკომპანია „ალ ჯაზირასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტ ობამას მეთაურობით, ირანის მიმართ გატარებული ერთიანი სტრატეგია, იმავდროულად ამერილის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტიცაა. კლინტონმა თქვა: „ჩვენ გვსურს სხვებთან მუშაობა. არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომელსაც ამერიკა მარტო დაარეგულირებს. მაგრამ აქვე დავამატებ იმასაც, რომ არც ისეთი პრობლემა არსებობს, რომელიც ამერიკის გარეშე გადაწყდება."

„რაც შეეხება ირანს, მე მიმაჩნია, რომ რაღაც მომენტში საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთიანი ხმით უნდა დააფიქსიროს პოზიცია. ახლა სწორედ ეს დროა ირანის საკითხთან მიმართებაში. საერთაშორისო თანამეგობრობას კვლავაც სურს ირანი მოლაპარაკებებში ჩაითრიოს, მაგრამ ახლა მგონია რომ უკვე განსხვავებული საპასუხო რეაქცია იქნება უპრიანი. ეს შეიძლება იყოს დამატებითი ზეწოლა, სანქციები, ან სხვა, რამაც ირანელებს მოქმედების შეცვლა უნდა აიძულოს." განაცხადა ამერკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა

XS
SM
MD
LG