ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოსა და ავღანეთის ძალებმა თალიბი საველე მეთაური დააკავეს


ნატოს ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ავღანეთის სამხედრო ძალებთან ქალაქ ყანდაარში ჩატარებული ერთობილივი ოპერაციის შედეგად დაკავებულია ეჭვმიტანილი თალიბი მეამბოხეების საველე მეთაური, რომელსაც ბრალად ედება ახლახან მომხდარი რამდენიმე მკვლელობის ორგანიზება.

ოფიციალური პირების ცნობით, ეჭვმიტანილი საველე მეთაური და რამოდენიმე სხვა მეამბოხე დააკავეს მაშინ როცა ისინი ყანდაარის სამხრეთით მდებარე სახლში იმალებოდნენ.

ამას გარდა, კანადის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ოთხშაბათს ყანდაარის ერთ-ერთ უბანში გზისპირას დამონტაჟებული ბომბის შედეგად ერთი კანადელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ აფეთქების დროს კანადელი ჯარისკაცი ავღანელ სამხედროებთან ერთად პატრულირებას ახორციელებდა.

ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის სამხრეთაღმოსავლეთ პაკტიკას პროვინციაში ორი სამოქალაქო პირი პირი დაიღუპა როცა მათი მანქანა გზისპირას დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა.

XS
SM
MD
LG