ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი პოლიციური სახელმწიფო ხდება - აცხადებ ს სახდეპი


აშშ-ს სახდეპის ოფიციალური წარმომადგენელი ფი ჯეი ქროული აცხადებს, რომ ირანი სულ უფრო ავლენს იმ ფაქტს, რომ იგი პოლიციური სახელმწიფოა იმით თუ როგორ უსწორდება საპროტესტო აქციაში მონაწილეებს. მისივე თქმით ირანი უშიშროების ძალებს იყენებს, რათა ფეხქვეშ გათელოს ირანელი ხალხის ოცნება. ირანის ოპოზიციური მოძრაბის თანახმად ირანის უშიშროების ძალებმა ხელკეტები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს საპროტესტო აქციის დარბევისას. აქცია გაიმართა აიათოლა ჰოსეინ ალი მონტაზერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ირანის პოლიციის განცხადების თანახმად აქცია კანონის დარღვევით მოეწყო. აიათოლა მონტაზერი საყოველთაოდ მოიაზრებოდა, როგორც ირანის რეფორმისტული მოძრაობის სულისჩამდგმელი.

XS
SM
MD
LG