ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი განცხადებას აკეთებს ბირთვული იარაღის უპრეცედენტო შემცირებაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა ბირთვული იარაღის უპრეცედენტო შემცირებაზე შეთანხმებით დასრულდეს. ლავროვის თქმით, შეთანხებაში შესაძლოა შევიდეს, როგორც ბირთვული, ასვეე არაბირთვულ ქობინიანი სტრატეგიული იარაღი.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები ბირთვული იარაღის ხელშეკრულების განახლებაზე მიმდიანრეობს, რომელსაც ვადა 5 დეკემბერს გაუვიდა. ორივე მხარე იმედოვნებდა, რომ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დასრულდებოდა. სახელმწიფო დეპარატამენტის წარმომადგენლის ქროულის განცხადებით, ჯერჯერობით ორივე მხარე ძველი ხელშეკრულებით მოქმედებს.

XS
SM
MD
LG