ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პოლიციამ ქვეყნის ერთ-ერთი კანონმდებელი  მოკლა


ავღანეთის პოლიციამ ქვეყნის ერთ-ერთი კანონმდებელი მოკლა, როდესაც ის ამბოხებულების საფარისკენ მიემართებოდა. პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, სენატორი მოჰამად იუნოსი ბაღლამის პროვინციაში საკუთარი ავტომანქანით სახლში ბრუნდებოდა. ის იმ ტერიტორიაზე შევიდა, სადაც ერთი დღის წინ ამბოხებულებთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სენატორი არ დაემორჩილა პოლიციის გაფრთხილებას, რის შემდეგაც სამართალდამცავებსა და მის დაცვას შორის ორმხრივი სროლა დაიწყო. ოფიციალური პირების თქმით, სენატორის გარდა, ასევე მოკლულია მისი მძღოლი, ხოლო დაცვის თანამშრომელი კი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG