ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან ლითონის ნიშანი მოიპარეს


პოლონელმა გამომძიებლებმა დაკითხეს სამი პირი, რომლებმაც აღიარეს, რომ მათ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის შესასვლელიდან ცნობილი ლითონის ნიშანი მოიპარეს. პოლონელმა პოლიციელებმა ეჭვმიტანილების დანაშაულის ჩადენის ადგილას მიიყვანეს დანაშაულის ინსცინირების მიზნით. ქურდების მიერ სამ ნაწილად დაშლილი ლითონის ნიშანი პოლონეთის პოლიციამ ორშაბათს აღმოაჩინა. ამ დანაშაულს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა და ადგილობრივ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზარდა რათა ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში უსაფრთხოების ზომები გაუმჯობესდეს. პოლონელმა გამომძიებლებმა ქურდები დანაშაულის ადგილას განგებ მიიყვანეს რადგან მათ აინტერესებდათ თუ როგორ მოხდა ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკიდან ლითონის ნიშნის გატაცება. ხუთმეტრიანი ლითონის ნიშანი, რომელზეც გამოკვეთილია ცნობილი წარწერა - შრომა თავისუფლებას განიჭებს - 30 კილოგრამს იწონის და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის მთავარ შესასვლელშია მოთავსებული. მისი მთავარი მიზანი იყო პატიმრების დარწმუნება, რომ აუშვიცი თითქოსდა იძულებითი სამუშაო ბანაკი იყო, როცა სინამდვილეში ნაცისტებმა იქ ათასობით ხალხი დახოცეს. აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა ერთ მილონზე მეტი ადამიანი და ამ ხალხის უმეტესობა ებრაელები იყვნენ. აუშვიცის მუზეუმის წარმომადგენელმა პაველ სავიცკიმ პოლონეთის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლითონის ნიშანი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „დღეს დიდი შვების დღეა არა მხოლოდ პოლონელებისთვის და სხვებისთვის, ვინც აქ მუშაობს, არამედ მსოფლიოს ყველა ხალხისთვის, ვინც განრისხებული იყო რადგან ვიღაც პირებმა ეს მემორიალი წაბილწეს. მემორიალი, სადაც ერთ მილიონზე მეტი კაცი, ქალი და ბავშვი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ ნაცისტთა მუხანათობის გამო. "ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ ლითონის ნიშანი აღადგინეს და ის თავის ადგილას, ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის მთავარ შესასვლელში დაამონტაჟეს. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რა მიზნით განხორციელდა ლითონის ნიშნის მოპარვის მცდელობა. პოლონეთის პოლიციის წარმომადგენელმა დარიუშ ნოვაკმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილები ჩვეულებრივ კრიმინალური პირები იყვნენ და მათ ნეო-ნაცისტურ დაჯგუფებებთან არანაირი კავშირები არ გააჩნიათ. მან არ გამორიცხა, რომ ლითონის ნიშნის მოპარვა დაკვეთით მოხდა. პროკურორების თქმით ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ „განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის ობიექტის მოპარვა," რასაც წარმატებული გასამართლების შემთხვევაში პატიმრობის 10 წელი მოჰყვება. ამასობაში აუშვიცის მუზეუმში დაიწყო უსაფრთხოების სისტემის გადახედვა. აუშვიცი სამხრეთ პოლონეთში ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირშესანიშნაობაა. მას ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ტურისტი ნახულობს.

XS
SM
MD
LG