ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვის მოლოდინით ამერიკა და რუსეთი მკვეთრად შეამცირებენ შეიარაღებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებას ამერიკასა და რსეთს შორის შეიარაღებისადმი კონტროლის შესახებ შეიძლება შედეგად მოჰყვეს შეიარაღების უპრეცედენტო და მკვეთრი შემცირება. მისივე თქმით შეთანხმება მოიცავს სტრატეგიული დამკვრელი იარაღის როგორც ბირთვულ ასევე არაბირთვულ ქობინებს. მოლაპარაკება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების თაობაზე დროებით შეწყდა. მხარეებს იმედი აქვთ, რომ ახალი შეთანხმება წლის ბოლომდე გაფორმდება. იგი შეცვლის 1991 წელს მიღწეულ შეთანხმებას, რომელსაც ვადა ამა წლის 5 დეკემბერს გავიდა. სახ-დეპის განცხადების თანახმად აშშ და რუსეთი კვლავაც იცავენ ძველ შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG