ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო საფრთხეების წინაშე დგას


სენატორმა რიჩარდ ლუგარმა ობამას ადმინისტრაციას და ევროპელ მოკავშირეებს მიმართა განიხილონ საქართველოს გადაიარაღების საკითხი. ლუგარის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოს სამხედრო დაუცველობამ შესაძლებელია კავკასიაში არასტაბილურობა გამოიწვიოს იმ მუდმივი დაძაბულობის შედეგად, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს. ლუგარის თქმით, საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის განადგურებამ , ქვეყანა მოსალოდნელი საფრთხეების წინაშე დაუცველი დატოვა. რესპუბლიკელი სენატორის აღნიშნულ მიმართვას მიესალმება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია, რომელიც ადასტურებს მოსაზრებას, რომ საფრთხე რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დღესაც აქტუალურია, რომ იგივე საბაბით, თითქოს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, რუსეთს შეუძლია ისევე გადალახოს საქართველოს საზღვარი, როგორც მან ეს 2008 წელს გააკეთა...

- მზად არის თუ არა თბილისი კრემლთან მოლაპარაკებები დაიწყოს?! ამ კითხვით საქართველოს პრეზიდენტს რადიო "ეხო მოსკვიმ" მიმართა. ამ კითხვას მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ მზადაა ნებისმიერ ხელისუფლებას ესაუბროს! მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს შორის შესაძლებელია, თუ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს სახელმწიფოებრიობას აღიარებს და საქართველოს რუკიდან წაშლას არ ეცდება!

XS
SM
MD
LG