ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი და პალესტინა ტყვეთა გაცვლაზე საუბრობენ


ისრაელის მედია იუწყება, რომ ისრაელის მთავრობამ პასუხი გასცა მოძრაობა ჰამასის შემოთავაზებას ასობით პალესტინელი პატიმრის გატაცებულ ებრაელ ჯარისკაცზე გაცვლასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია ჰამასის მეამბოხეებმა ებრაელი ჯარისკაცი გილად შალიტი 2006 წელს გაიტაცეს. ჯერ-ჯერობით ისრაელის მთავრობის პასუხის დეტალები გაურკვეველია. ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, ორშაბათს გამართული სამთავრობო შეხვედრების შემდეგ ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ და ექვსმა მინისტრმა ერთობლივი პოზიცია შეიმუშავეს ტყვეთა შემოთავაზებულ გაცვლასთან დაკავშირებით. ისრაელის მთავრობის გზავნილს ჰამასს გერმანელი შუამავალი გადასცემს. ბატონ ნათანიაჰუს ოფისის დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ მინისტრმა ისრაელის წარმომადგენლებს დააბარა გააქტიურონ ებრაელი ჯარისკაცის გილად შალიტის ტყვეობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საქმიანობა.


XS
SM
MD
LG