სამხრეთ კორეული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შვიდმა ჩრდილოეთ კორეელმა ყვითელ ზღვაში ნავით სამხრეთ კორეაში გადასცურა. ისისნი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში. ამჟამად მიმდინარეობს მათი დაკითხვა, რათა გარკვიონ მათ განზრახ შეცურეს სამხრეთ კორეის წყლებში, თუ ეს შეცდომა იყო. როგორც კორეის გაერთიანების სამინისტრომ განაცხადა 1953 წლის შემდეგ, კერძოდ კორეის ომის დამთავრების შემდეგ სამხრეთ კორეაში 16 000-ზე მეტი კაცი გაიქცა. მათმა უმეტესობამ ბოლო ათი წლის განმავლობაში განახორციელა სამხრეთ კორეაში გადასვლა.
პოპულარული
1