ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესაში გამოქაქვეყნდა დოკუმენტი  რომელიც  ირანის მიერ ბირთვული ბომბის გაშვებას მიუთითებს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ბრიტანული გაზეთის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ირანი ბირთვული ბომბის გამშვებ მოწყობილობაზე მუშაობს, უარყო. ABC -ს ქსელის ჟურნალისტმა დაიან სოიერმა ორშაბათს ბატონ აჰმადინეჟადს სატელევიზიო ინტერვიუ ჩამოართვა. ინტერვიუს დროს მან ირანის პრეზიდენტს ბრიტანული ტაიმსის მიერ მოპოვებული დოკუმენტი აჩვენა, რომელშიც სავარაუდოდ ბირთვული ბომბის გამშვებ მოწყობილობაზეა საუბარი. ირანის პრეზიდენტმა დოკუმენტს შეერთებული შტატების მიერ გაყალბებული უწოდა. პრეზიდენტი ობამას მრჩეველმა კი აჰმადინეჟადის ბრალდება სისულელედ მოიხსენია.
XS
SM
MD
LG