ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა ავღანეთში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა


ნატოს ცნობით ავღანეთში მისიის მთავარი მიზანი ხალხის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და განვითარების დაცვაა

ნატოს გენერალურმა მდივანმა ავღანეთში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის დროს მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ძალები ქვეყანაში დარჩება სანამ ავღანეთის მთავრობა და სამხედრო ძალები შესძლებენ საკუთარი ძალებით მდგომარეობის გაკონტროლებას.

ქაბულში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთობლივი პრეს კონფერენციის დროს, გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ 2010 წელს ნატო უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობს ხალხის, გზებისა და ეკონომიკური განვითარების პროექტების დაცვას. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დამატებითი 40,000 ჯარისკაცის ჩამოსვლასთან ერთად ავღანეთში ნატოს მისიის ახალი ფაზა დაიწყება. მისი თქმით დამატებითი ძალების გამოყოფა ავღანელ ხალხს უფრო საიმედოდ დაიცავს და შესაძლებელს გახდის ავღანეთის მთავრობისთვის პასუხისმგებლობის გადაცემას.

გენერალურმა მდივანმა ბატონ კარზაის ახალი კაბინეტის შექმნა მიულოცა.

XS
SM
MD
LG