ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობის წარმოების მოცულობა უცვლელი დარჩება


ნავთობის ექსპორტოორი ქვეყნების ორგანიზაციის გადაწყვეტილების თანახმად ნავთობის წარმოების მოცულობა უცვლელი დარჩება ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის გადაწყვეტილების თანახმად ნავთობის წარმოების კვოტები უცვლელი დარჩება რადგან ამჟამად ნავთობზე მსოფლიო ფასები შესაბამის დონეზეა დაფიქსირებული. ხსენებული გადაწყვეტილება ნავთობის ინდუსტრიის მინისტებმა ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. ნავთობის ბარელის ფასი 70 დოლარიდან 80 დოლარამდე მერყეობს, რაც მნიშვნელოვან კლებას წარმოადგენს გასულ წელთან შედარებით, როცა ფასმა რეკორდულ დონეს, 150 დოლარს მიაღწია. საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი ალ-ნაიმიმ აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული ფასების დონე ყველაზე ოპტიმალურია მომხმარებლებისთვის, მწარმოებლებისთვისა და ინვესტორებისთვის.


XS
SM
MD
LG