ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი უარყოფს გაზეთ  Time of London -ის ცნობას


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა როგორც ფაბრიკაცია ისე უარყო ბრიტანული გაზეთის "Times of London"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე თითქოს ირანი ამჟამად ბირთვული ბომბის ერთ-ერთ კომპონენტზე მუშაობს. ამერიკული ტელესადგურისდ ეიბისის წამყვანმა ეს დოკუმენტი აჰმადინეჟადს ინტერვიუს დროს უჩვენა. აჰმადინეჟადმა კი ამაზე მიუგო, რომ ეს ამერიკის მთავრობის მიერ შეთითხნილი სიყალბეა. საგულისხმოა, რომ შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალმა მაიკ მალენმა განაცხადა, რომ პენტაგონი მზად უნდა იყოს სამხედრო ძალის გამოყენებისათვის ირანის წინააღმდეგ, თუ ამას პრეზიდენტი ობამა მოითხოვს. თუმც, იგი იქვე ამატებს, რომ ირაქნის ბირთვული პროგრამის მდგომარეობის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება მაინც დიპლომატიაა.

XS
SM
MD
LG