ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს ჯაშუშობას აბრალებს 



ვენესუელის პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესმა შეერთებული შტატები ვენესუელის საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების მიზნით უპილოტო საფრენი აპარატის გაგზავნაში დაადანაშაულა.

ბატონმა ჩავესმა სახელმწიფო ტელევიზიით ყოველკვირეულ გამოსვლაში აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატი ქვეყნის დასავლეთ ზულიას შტატში მდებარე სამხედრო ბაზის თავზე შენიშნეს. მან უბრძანა ვენესუელის სამხედრო ძალებს, გაანადგურონ უპილოტო საფრენი აპარატი, იმ შემთხვევაში თუ ის კიდევ გამოჩნდა.

კარაკასში შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო „ასოშეითედ პრესისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ მას არ გააჩნია ინფორმაცია ხსენებული ინციდენტის შესახებ. აგრეთვე აღნიშნა, რომ საელჩოს არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება ვენესუელის მთავრობისგან.


XS
SM
MD
LG