ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეს საინტერესოა...


მიუხედავად იმისა,რომმისიების შესასრულებლად კოსმოსში დღემდე ასტრონავტების მცირე რაოდენობა იგზავნება, უახლოეს მომავალში დედამიწიდან კოსმოსში მდიდარი ადამიანები სამოგზაუროდ წავლენ.

რიჩარდ ბრანსონმა, რომელმაც თავის დროზე "ვირჯინ ატლანტიკის" ავიაკომპანია დააფუძნა, ახლახანს ავიაციის დიზაინერთან ბერტ რუთანთან ერთად კოსმოსში სამოგზაურო კომპანია „ვირჯინ გალაქტიკი “დაარსა.

ხუთი წლის წინ დიზაინერი რუთის მიერ შექმნილმა კერძო კოსმოსურმა ხომალდმაორბიტაზე სამი გასვლა განახორციელა. პირველი ხომალდი დღემდე ვაშინგტონში ეროვნული ავიაციისა და კოსმოსის მუზეუმშია წარმოდგენილი. ბატონი რუთანი და ბატონი ბრანსონი კი ამჯამად ახალ პროექტს გეგმავენ,რომლითაც კოსმოსური ხომალდი სამოგზაუროდ კოსმოსში პირველ ტურისტებს გაიყვანს.


თვრამეტი მეტრის სიგრძის ხომალდი 2 პილოტსა და ექვს მგზავრზეა გათვლილი. პირველი ხომალდის გამოცდა მომავალ წელს დაიწყება.პირველი კოსმოსური რეისი კი 500 ტურისტს კოსმოსში 2011 წელსგაიყვანს. 2 საათნახევრიანი კოსმოსში მოგზაურობით მიღებულ სიამოვნებაში მგზავრებმა ორასი ათასი დოლარი უნდა გადაიხადონ. აღსანიშნავია,რომ სამასმა ადამიანმა უკვე გამოთქვა სურვილი კოსმოსურ ოდისეაში მონაწილეობა მიიღოს და ამაში ფულიც გადაიხადეს. კომპანია "ვირჯინ გალაქტიკს" კოსმოსური ხომალდების აგება და კომერციული რეისების განხორციელება ჯამში 400 მილიარდი დოლარი უჯდება.

ახლა კი ცისფერი ჯინსის ისტორია გვინდა გიამბოთ. ზოგადად ჯინსი ამერიკული კულტურის ტიპიური გამოხატულებაა.მიუხედავად იმისა,რომამერიკელ ბიზნესმენს ლევი სტრაუსს თავად ჯინსი არ გამოუგონია, ჯინსის სერიული წარმოების ხანა მაინც მის სახელს უკავშირდება.


ლევისტრაუსი გერმანიაში დაიბადა, საიდანაც მისი ოჯახი 1847 წელს ამერიკაში იქნა ემიგრირებული.პირველი ბიზნესი სტრაუსების ოჯახმა ნიუ იორკში შემდეგ კი სან ფრანცისკოში გახსნა. მაღაზიები ქსოვილების ფართო ასორტიმენტითა და მაღაროელთა სპეციალური ტანსაცმელით ვაჭრობდნენ. გამძლეობისა და სიმტკიცის გამო შეიქმნა სტრაუსის ფირმის პირველი ცისფერი ჯინსიც.

მეცხრამეტე საუკუნის მაღაროელებს ალბათ გაუკვირდებოდათ,რომ გაეგოთ,რომ მათი სამუშაო ჩასაცმელი მეოცე საუკუნის ერთერთ მოდურ ტანსაცმელად იქცეოდა. 21 საუკუნეშიც ჯინსი ყველა ასაკის ადამიანისთვის საყვარელი ჩასაცმელია. მეცხრამეტე საუკუნის მეწარმის ლევი სტრაუსის მიერ დაფუძნებული კომპანიაკიდღემდეყველაზე საუკუეთესოხარისხის ჯინსებს აწარმოებს.



XS
SM
MD
LG