ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში  სამი თავდამსხმელი დაიღუპა


ავღანეთის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, თალიბმა მეამბოხეებმა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში შენობის აღება სცადეს. პოლიციასთან ბრძოლის დროს დაიღუპა სამი თავდამსხმელი.

ამ პირების ცნობით, მეამბოხეები მძიმე შეიარაღებით იყვნენ აღჭურვილნი და შაჰიდის სარტყლები ეკეთათ. ისინი თავს დაესხნენ პაკტიის პროვინციის დედაქალაქ გარდეზის პოლიციის სამმართველოს მახლობლად მდებარე შენობას. პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკების დროს ერთი მეამბოხე დაიღუპა, როცა მას დანაღმული ჟილეტი აუფეთქდა.

ავღანეთის მთავრობა იუწყება, რომ შენობაში გამაგრებული ერთი ან ორი მეამბოხე შეიარაღებულ წინააღმდეგობას აგრძელებს. თალიბთა მოძრაობის ცნობით კი თავდასხმა ხუთმა მეამბოხემ განახორციელა. ქალაქ გარდეზის ცენტრში მდებარე მაღაზიები დახურულია. ხალხი სახლებშია გამოკეტილი შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების მოლოდინში.



XS
SM
MD
LG