ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სადავო საზღვაო ზონაში ცეცხლის გახსნა დაშვებულია


დღეს ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სამხრეთ კორეის საზღვრის გაყოლებით მდებარე სადავო საზღვაო ზონაში დაშვებული იქნება ცეცხლის გახსნა და გააფრთხილა სამხრეთ კორეა, რომ იმ შემთხვევაში თუ ხსენებულ ზონაში სამხედრო და სათევზაო გემები გამოჩნდება , მათ დაუყოვნებლივ გაუხსნიან ცეცხლს.

ფხენიანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამ ნაბიჯის გადადგმა ნაკარნახევი იყო იმით, რომ ხსენებულ ზონაში გახშირდა სამხრეთ კორეის საზღვაო ძალების ხომალდების შესვლა.

სამხრეთ კორეა უარყოფს, რომ თითქოსდა არღვევს ჩრდილოეთის მალიმიტირებელ ხაზს, რომელიც დაწესდა გაეროს მიერ 1953 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.



XS
SM
MD
LG