ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოფიციალური თბილისი: სეპარატისტების გადაადგილება უნდა შეიზღუდოს


პარლამენტის წევრის, პარტია "ჩვენ თვითონ" თავმჯდომარის, პაატა დავითაიას თქმით, აღნიშნული ვოიაჟის დროს ბაღაფშს დაგეგმილი აქვს შეხვედრა დიასპორასთან. მისივე განცხადებით თბილისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ სეპარატისტთა ლიდერებს საზღვარგარეთ გადაადგილება შეეზღუდოთ, რომ მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ ჰქონდეთ.

თურქეთში სეპარატისტთა ლიდერი ჩავა როგორც კერძო პირი, თუ როგორც პრეზიდენტი?

ამ კითხვით "ამერიკის ხმამ" მიმართა ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილეს ნიკა ლალიაშვილს, რომელმაც დღეს პარლამენტში თემაზე: "ბაღაფშის ვიზიტი თურქეთში" ბრიფინგი გამართა.

ნიკა ლალიაშვილის თქმით,თბილისმა უნდა გადასცეს ყველა სახელმწიფოს სეპარატისტების სია, და ამის შემდეგ ქვეყნებს ექნებათ იურიდიული დოკუმენტი, რომლის მიხედვით მათ უფლება ექნებათ უარი უთხრან ვიზაზე ბაღაფშს, კოკოითს და ა.შ.

XS
SM
MD
LG