ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირვინ ბერლინი -20 საუკუნის  საშობაო  სიმღერის ავტორი 


ამერიკელი კომპოზიტორი ირვინგ ბერლინი 20 საუკენეში ერთერთი ყველაზე აღიარებული სიმღერების ავტორი გახლავთ.

აღსანიშნავია,რომ ირვინგ ბერლინმა 101 წელი იცოცხლა და ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე 1000მდე სიმღერა დაწერა. ბერლინის უმეტესი სიმღერა ამერიკის მუსიკალური კულტურის შედევრებად იქნა აღიარებული, მსოფლიოში გავრცელდა და დღემდე მათ მსმენელები აღტაცებით უსმენენ.

მიუხედავად იმისა,რომ ირვინ ბერლინი რუსეთში დაიბადა და გაიზარდა,ამერიკული წეს-ჩვეულებები და ტრადიციები ძალზე მალე შეითვისა .

მასზე ერთ-ერთმა ცნობილმა მუსიკოსმა აღნიშნა ,რომ ბერლინს არანაირი ადგილი არ უკავია ამერიკულ მუსიკაში,იგი თავადაა ამერიკული მუსიკა.

დღემდე ამერიკელი ბავშვები ბერლინის ცნობილ სიმღერებზე იზრდებიან.ორი მათგანი ამერიკაში დღესასწაულებისადმი მიძღვნილ ყველაზე ტრადიციულ სიმღერად იქცა. ეს სიმღერები გახლავთ:"თეთრი შობის ღამე" და "სააღდგომო აღლუმი".

ამერიკელების უმეტესობა მიიჩნევს,რომ შობის ღამე აუცილებლად თოვლიანი და ცივი უნდა იყოს. ბერლინის სიმღერას „თეთრი შობის ღამე“ ყველა ამერიკელის ოჯახში დღემდე ზამთრის ულამაზესი დღესასწაულის განწყობა და სიხარული შემოაქვს. კომპოზიტორი ირვინ ბერლინი რუსეთში რუსი ებრაელების ოჯახშირვადაძმასთან ერთად გაიზარდა.ებრაელების დევნისა და შევიწროვების გამო მშობლები იძულებული შექნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და ამერიკის შეერებულ შტატებში ჩამოვიდნენ.

თავდაპირველად ოჯახს ძალზე გაუჭირდა,პატარა ირვინი ნიუ იორკის ქუჩებში წყალობის საფასურად მღეროდა.შემდეგ რესტორანში მიმტანად დაიწყო მუშაობა.იქვე ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა და საკუთარი სიმღერა პირველად სწორედ მაშინ დაწერა.ბერლინმა ნოტების წერა-კითხვა არ იცოდა.საკუთარ სიმღერებს ზეპირად ერთი თითით უკრავდა.ნოტების წერაში ასისტენტი ეხმარებოდა.ოცი წლის ასაკში ირვინის სიმღერებს უკვე მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში იცნობდნენ და იგი მალე ყველასათვის აღიარებული კომპოზიტორი გახდა.

ირვინ ბერლინს ამერიკა თავდავიწყებით უყვარდა.ეთაყვანებოდა ქვეყანას,რომელიც ყველა ჩაგრულ და საკუთარ სამშობლოს მოწყვეტილ ემიგრანტს საიმედო ნავსაყუდელს აძლევდა.ამ მადლიერების უდიდესი გრძნობით დაწერა მან სიმღერა“ღმერთო დალოცე ამერიკა“

აღსანიშნავია ისიც,რომ ირვინ ბერლინს ბროდვეის სახლეგანთქმული თეატრებისთვის 17 მიუზიკლი აქვს დაწერილი.მათ შორის ყველაზე ცნობილი „ენი აირე შენი იარაღი“და „ბატონი პრეზიდენტი“ გახლავთ.

ირვინ ბერლინი 1989წელს გაირდაიცვალა,მისი უკვდავი სიმღერები კაცობრიობისთვის უდიდესი მნიშვნელობის დღესასწაულებს დღემდე ამშვენებენ და კიდევ მრავალი მსმენელის ცხოვრებასაც გაალამაზებენ.


XS
SM
MD
LG