ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები აგრესიულად ცდილობენ შეაფერხონ ჯანდაცვის რეფორმის კანონმდებლობა


როგორც ჩანს ჯანდაცვის რეფორმის ირგვლივ გამართული დავა, პრეზიდენტი ობამასა და კონგრესში მისი დემოკრატი მხარდამჭერების სასარგებლოდ დასრულდება.

რესპუბლიკელების აგრესიული მცდელობა შეაფერხონ კანონპროექტის დამტკიცება დროთა განმავლობაში ძალას კარგავს. თუმცა ოპტიმისტი რესპუბლიკელები იმედოვნებენ რომ 2010 წელი მათთვის პოლიტიკურად იღბალიანი წელი გამოდგება.

უახლოეს წარსულში დემოკრატ რესპუბლეკლებთან ერთად თეთრ სახლში პრეზიდენტმა ობამამ გამოთქვა იმედი რომ ჯანდაცვის რეფორმა უახლოეს მომავალში შეისხამს ხორცს და თითქმის თვითოეული ამერიკელის ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს:

საზოგადოება ჩვენგან მოქმედებას მოელის. ჩვენზე იმედებს ამყარებს. არც მე და არც ჩემი მხარდამჭერები არ ვაპირებთ მათ იმედი გავუცრუოთ.

თუმცა უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ცხადყოფს რომ ობამას ჯანდაცვის რეფორმის მხარდამჭერთა რაოდენობა მცირდება. სენატის რესპუბლიკელი ლიდერი მიჩ მაკკონელი იმედოვნებს რომ დემოკრათტა ჯანდაცვის რეფორმის შეფერხება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მე ვთვლი რომ დემოკრატების არგუმენტი იმდენად სუსტი და არაფრის მთქმელია მათ ძალიან გაუჭირდებათ 60 ადამიანს დაუმტკიცონ ის რომ იგნორირება გაუკეთონ ამერიკელი ხალხის ნება-სურვილს, მათ სურთ ისტორიაში შევიდნენ, და ყველამ კარგად ვიცით ის რომ ყველა მოვლენას ისტორიაში კეთილდღეობა არ მოუტანია.

ჯანდაცვის რეფორმის კანონპროექტის დამტკიცებას 100 სენატორიდან 60 ხმა სჭირდება. , წინაამღდეგ შემთხვევაში ამდენმა წინააღმდეგობამ და შეფერხებებმა შეიძლება ბოლო მოუღოს კანონპროექტს.

როგორც ვიცით პრეზიდენტი ობამასთვის ჯანდაცვის რეფორმა უპირატესობას წარმოადგენს და და ამ კანონპროექტის ბედ-იღბალი აისახება მომავალ წელს კონგრესისი შუალედური არჩევნების შედეგებზე..

კვინიპიაკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ანალისტი თვლის რომ კონგრესისი შუალედურ არჩევნებზეგარკვეული გავლენის მოხდენა პრეზიდენტ ობამასაც ძალუძს:

მოსაზრება იმის შესახებ რომ 2010 წლის შუალედური არჩევნების შედეგებზე პრეზიდენტი ობამა გალენას ვერ მოახდენს მცდარია.მისი სახელი არ არის საარჩვენო ბიულეტენზე, მაგრამ კენჭისყრაში მისი მხარდამჭერები იღებენ მონაწილეობას.

რესპუბლიეკლები თვლიან რომ ჯანდაცვის რეფორმა დაუბრკოლებლად დამტკიცდება თუ მოხერხდება მისი შეფერხება, მომავალის წლის შუალედურ არჩვნები მათ სასარგებლოდ დასრულდება. ისტორიულად ცნობილია რომ პრეზიდენტის პარტია პირველ შუალედურ არჩვენებშიკონგრესში ადგილებს კარგავს. ამის ფონზე რესპუბლიკელებმა კი მოიპოვეს გარკვეული წარმატება ნიუ ჯერსისა და ვირჯინიაში ნოემბრის თვეში ჩატარებული საგუბერნიო არჩევნების დროს. . რესპუბლიკელები ასევე იმედოვნებენ რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ჯანდაცვის რეფორმის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და ბიუჯეტის დეფიციტი მათ მომავალზე დადებითად აისახება.

ტეხასის შტატის სენატორი ჯონ კორნინი ვარადუდობს რომ 2010 წლის შუალედურ არჩევნებში რესპუბლეკელბი კონგრესში მეტ ადგილს დაიკავებენ:

რესპუბლეკლებს გაუჩნდათ შანსი რომ მწყობრში მოიყვანონ ფინანსური პრობლემები, და ვაშინგტონში დაამყარონ საფინანსო დისციპლინა. მაგრამ ვე ვთვლი რომ ეს არის მხოლოდ შანსი და სხვა არაფერი.

დემოკრატები პრეზიდენტი ობამას მხარდამჭერებს მოუწოდებენ რომ სიმტკიცე გამოიჩინონ შუალედური არჩევნების დროს. როგორც ვირჯინიის გუბერნატორი ტიმ კეინი ამბობს:

ჩვენ გეოგრაფიულად ვფართოვდებით, დემოგრაფიულად ვიზრდებით და იდეოლოგიურად ვითარდებით, რა თქმა უნდა ეს იწვევს გარკვეულ დაბრკოლებებს. ამის ფონზე კი რესპუბლეკლები სწორედ კი პირიქით, იზღუდებიან და სუსტდებიან.

ექსპერტები თვლიან რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც პრეზიდენტს შეუძლია გააუკეთოს დემოკრატიულ პარტიას , ეკონომიკა აღადგინოს და სამუშაო ადგილები შექმნას.



XS
SM
MD
LG