ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში თოვლთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული


შეერთებული შტატების დედაქალაქში თოვლთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსალოდნელი თოვლი 1932 წლის შემდეგ დეკემბერში მოსული თოვლის რეკორდული რაოდენობაა.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი დღეს საღამომდე დაახლოებით 30 სანტიმეტირი თოვლით დაიფარება. მეტეოროლოგების პროგნოზით, ვაშინგტონის მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე 60 სანტიმეტრი თოვლი არის მოსალოდნელი.

ვირჯინიის შტატში, რომელიც ვაშინგტონს ესაზღვრება, უკვე 12 სანტიმეტრი თოვლია მოსული. საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, შტატის ეროვნული გვარდია და პირველადი რეაგირების სამსახურები სრული მობილიზაციის რეჟიმზე არიან გადასული.


XS
SM
MD
LG