გუშინ საფრანგეთის სასამართლომ ამერიკული ინტერნეტ კომპანია გუგლი დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზად სასამართლომ კომპანიის მიერ ფრანგული წიგნების ციფრულ ფორმატში გადაყვანა და გამომცემლების ნებართვის გარეშე მათი ინტერნეტზე დადება დაასახელა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ გუგლმა საფრანგეთის საავტორო უფლებების კანონი დაარღვია. გუგლს 14, 300 დოლარის გადახდა მოუწევს ყოველ დღე, ვიდრე ის მონაცემთა ბაზიდან ყველა ფრანგულ წიგნს არ არმოიღებს. ამ ყოველდღიურ ჯარიმასთან ერთად, გუგლს 430,000 დოალრიანი ჯარიმაც დაეკისრა ფრანგი გამომცემლებისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად. გუგლი აცხადებს, რომ ის განაჩენის აპელაციას გააკეთებს.