ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა დაამტკიცა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის კანონპროექტი


მიუხედავად ამერიკის დედაქალაქში გამოცხადებული თოვლის შტორმისა დღეს სენატმა დაამტკიცა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის კანონპროექტი.

636 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიუჯეტი დღეს დილით დაამტკიცეს. წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიმდინარე კვირის დასაწყისში მოიწონა. კანონპროეტქი საბოლოო დამტკიცებას პრეზიდენტის ხელის მოწერაღა აკლია.

სენატმა ასევე განიხილა უმუშევრობის დახმარების ვადის გაგრძელება, პატრიოტის აქტისა და ჯანდაცვის კანონპროექტის დაფინანსება.

უახლოეს მომავალში სენატი კვლავ შეუდგება ჯანდაცვის რეფორმის განხილვას.

პრეზიდენტის ყოველკვირეულ რადიო და ინტერნეტ გამოსვლაში პრეზიდენტმა ობამამ სენატორებს მოუწოდა სასწრაფოდ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება ჯანდაცვის რეფორმის ირგვლივ.


XS
SM
MD
LG