ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამბოჯიდან 20 მუსლიმ იუღურს დეპორტაციას გაუკეთებენ


კამბოჯის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად უახლოეს მომავალში 20 მუსლიმ იუღურს დეპორტაციას გაუკეთებენ.

ივლისში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე მდებარე რეგიონში მომხდარი არეულობის დროს იუღურებმა კამბოჯას შეაფარეს თავი.

კამბოჯას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს რომ იუღურებს დეპორტაციას უახლოეს მომავალში გაუეკეთებენ, რადგანაც ისინი ქვეყანაში არალეგალურად შევიდნენ. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი კვირას კამბოჯას ეწვევა.

ადამიანთა უფლებების დამცველი ჯგუფი აცხადებს რომ იუღურებს ჩინეთში წამება და დახვრეტა ელით. ჩინეთის მთავრობა აცხადებს რომ იუღურები გამოძიების ქვეშ კრიმინალური ბრალდებით იმყოფებიან.


XS
SM
MD
LG