ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთის, მონტენეგროსა და მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა ვიზების გარეშე შეეძლებათ


დღეიდან დაწყებული, სერბეთის, მონტენეგროსა და მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა ვიზების გარეშე შეეძლებათ. ბოლოს ამ ქვეყნის მოსახლეობას უვიზოდ მოგზაურობის უფლება 20 წლის წინ ჰქონდა. ბალკანეთის სამივე ქვეყანაში მოსახლეობა მთელი ღამე ზეიმობდა და შუაღამის მოახლოვებას ქუჩაში გამოსული ელოდა.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვუკ იერემიჩმა ახალი კანონის ძალაში შესვლა უნგრეთის საზღვართან აღნიშნა. მისი თქმით, უვიზო რეჟიმი სერბეთს ევროპის ნაწილად აგრძნობინებს თავს. უვიზო რეჟიმი ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.



XS
SM
MD
LG