ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაიმ პარლამენტში კაბინეტის კანდიდატთა სია  წარადგინა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პარლამენტში კაბინეტის კანდიდატთა სია წარადგინა.

კაბინეტის კანდიდატთა სია პარლამენტმა უნდა განიხილოს და კანონმდებლებმა ოფიციალურად დაამტკიცონ.

კანდიდატთა ახალ სიაში შეტანილია ყოფილი კაბინეტის შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრები. საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატი ჯერჯერობით არ დასახელებულა.

დასავლეთი აგრესიულ ზეწოლას ახდენს პრეზიდენტ კარზაიზე და მისგან მოითხოვენ მთავრობა გაათავისუფლოს კორუფციისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას.

ავღანელ კანონმდებლებელთა გარკვეულმა ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა პრეზიდენტი კარზაის კანდიდატთა არჩევანით.

ამის ფონზე, ავღანეთში პარასკევს გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ამერიკელი ჯარისკაცი.


XS
SM
MD
LG