ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი გორიდან: დამსახურებული მადლობა


მათ შორის არიან გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, იტალიის, თურქეთის, ესტონეთის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, უნგრეთის ელჩები, წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში და USAID-ის, საერთაშორისო ორგანიზაციების „Care“-ს, CHF-ის, საერთაშორისო დახმარება და განვითარება -IRD-ის,ხსნის საერთაშორისო კომიტეტი IRC-ის, World Vision-ის, CNFA-ის, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება GTZ-ის, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია fao-ს, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, გაეროს ბავშვთა ფონდის, კარიტასის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა

და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები. აგვისტოს ომის შედეგების შეძლებისდაგვარად განეიტრალებისთვის ყველა მათგანი მუშაობდა. შეხვედრაზე შიდა ქართლის გუბერნატორმა სწორედ მათ დამსახურებასა და ღვაწლს გაუსვა ხაზი. ევროკავშირის დელეგაციის ელჩმა, პერ ეკლუნდმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან სასიამოვნოა ჯილდოს მიღება, რაც სიმბოლურად გამოხატავს ქართველი ხალხის მადლიერებას მათ მიერ გაწეული მუშაობის გამო.

“ევროკავშირი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია ომის შემდგომი დახმარებების გაცემის კუთხით. სასიამოვნოა, რომ ყოველწლიურად წარედგინება ანგარიში საზოგადოებას და კარგია, როცა იგებ, რა კეთდება რეგიონში. ჩვენთვის, რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი წვლილი და ზოგადად, დიპლომატიური კორპუსის წვლილი ფასდება,“- ამბობს პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

შიდა ქართლის გუბრანტორმა, ვლადიმერ ვარძელავშვილმა წლიური ანგარიში საზოგადოების წინაშე უკვე მეორედ წარადგინა. მასში შესული ინფორმაცია ასახავს არა მარტო იმ სამუშაოებს, რაც სამხარეო ადმინისტრაციამ და მათდამი დაქვემდებარებულმა მუნიციპალიტეტებმა შეასრულა, არამედ ცენტრალური ბიუჯეტით და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამების

მთელს ნუსხას. მაგალითისთვის, ანგარიშიდან ირკვევა, რომ მხოლოდ გაეროს სასურსათო პროგრამის ფარგლებში წელს, შიდა ქართლში 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორში სხვადასხვა პროექტებისთვის კი 1 მილიონ 334 600 ლარი. „ჩემი ინიციატივით, მეორე წელია ხორციელდება პროექტი „ანგარიში ხალხს“. ვაწვდით ინფორმაციას ხალხს იმის შესახებ რა გაკეთდა წლის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ საზოგადოებას, მით უმეტეს, აქ მცხოვრებმა ხალხმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს ხელისუფლება მათთვის. აქ იყო წარმოდგენილი გაკეთებული საქმის მხოლოდ მცირე ნაწილი. ყველაფერი ვერ ვაჩვენეთ, რადგან დიდია გაკეთებული საქმეების ნუსხა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვისა და განათლების სფეროში განხორციელებული სამუშაოები, ასევე ომის შემდგომ სარეაბილიტაციო პროექტები. პრიორიტეტები საჭიროებების მიხედვით დავისახეთ,“- ამბობს ვლადიმერ ვარძელაშვილი.

შიდა ქართლის გუბერნატორმა ომის დროს და შემდგომ პერიოდში თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯილდოები გადასცა ასევე სამღვდელოების წარმომადგენლებს. გორისა და სამთავისის ეპისკოპოსი, მეუფე ანდრია, რომელსაც გორის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭეს, აღნიშნავს, რომ მადლობის გადახდა უცხოელებისთვის, რომელთა დახმარება გულწრფელი და დროული იყო, ძალიან მნიშვნელოვანია. „იმ დროს იტალიის წითელმა ჯვარმა ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია. საერთაშორისო თანადგომა რომ არ ყოფილიყო, ჩვენი მდგომარეობა გაცილებით მძიმე იქნებოდა. როდესაც შემოვიდა რუსული ჯარები,

ჩაიარა პირველმა ტალღამ ცარცვა-გლეჯისა და მიეცა ხელისუფლებას საშუალება ზრუნვა დაეწყო მოსახლეობაზე, ესეც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების ძალისხმევას მოჰყვა. ნამდვილად არ ვთვლი, რომ ვიმსახურებ გორის, ან სოხუმის საპატიო მოქალაქეობას, რადგან ჩვენ ყველანი ვაკეთებდით იმას, რაც იყო გასაკეთებელი, და ამაში არაბუნებრივი არაფერი არ იყო. ეს იყო იმ დღის საჭიროება, იმ დღის გაჭირვება და ეს რაღაცნაირაც უნდა გადაგველახა,“- ამბობს მეუფე ანდრია.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ გაწეული მუშაობისთვის სულ 60 ადამიანი დააჯილდოვა.

შიდა ქართლის გუბერნატორმა, ვლადიმერ ვარძელაშვილმა სწორედ აქ ჩააბარა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში საზოგადოებას და ამასთანავე საპატიო ჯილდოები გადასცა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამღვდელოების ისეთ წარმომადგენლებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

XS
SM
MD
LG