ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა და მედვედევი კოპენჰაგენში მოლაპარაკებას ჩაატარებენ


ა მერიკელი მაღალჩინოსნების განცხადების თანახმად კოპენჰაგენში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციის კულუარებში აშშ- სპრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მოლაპარაკება ჩაატარებენ. მოლაპარაკების თემა იქნება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალი პაქტი. ამერიკელი და რუსი მოთათბირეები უკვე რამოდენიმე თვეა მუშაობენ ხელშეკრულებაზე, რომელმაც უნდა შესცვალოს 1991 წელს დადებული პაქტი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკელი მოთათბირეები აყოვნებენ ხელშეკრულების მიღწევის პროცესს.

XS
SM
MD
LG