ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასის შტატში ყოველწლიურად ყველაზე მეტ ადამიანს სჯიან სიკვდილით.




დღეს შეერთებული შტატების სიკვდილით დასჯის საინფარმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, 2009 წელს შეერთებულ შტატებში ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოიტანეს. წელს ამერიკაში 106 პატიმარს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა. 1994 წელს კი, როდესაც ყველაზე მეტი ასეთი განაჩენი გამოიტანეს, სიკვდილით დასჯა 328 კაცს მიუსაჯეს. ყველაზე მეტ ადამიანს სიკვდილით ტეხასის შტატში სჯიან, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 34 დამნაშავეს უსჯიან სიკვდილს. წელს აქ ცხრა სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოიტანეს.

XS
SM
MD
LG