ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აპროტესტებს ქუთაისში გამარჯვების მემორიალის ნგრევას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი აღშფოთებულია ქუთაისში ე.წ. "გამარჯვების მემორიალის ნგრევით, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად დაიდგა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი საქართველოს მთავრობა ცდილობას ამოშალოს ის კვალი, რომელიც ასობით ათასმა მამაკაცმა და ქალმა დატოვა მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობის სახით. მემორიალის ნგრევას აგრეთვე საქართველოს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც აპროტესტებს. ქუთაისის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მემორიალური კომპლექსი ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეუძლებელი იყო მის რესტავრირება და რომ წლების განმავლობაში ამ კომლექსდან ურდებმა მრავალი ბრინჯაოს დეტალი მოიპარეს. კომპლექსის ადგილზე აშენდება პარლამენტის ახალი შენობა.

XS
SM
MD
LG