ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრობამ ამერიკაში 10%-ს მიაღწია


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კენჭი უყარეს 154 მილიარდი დოლარის გამოყოფას , რომელიც ქვეყნაში არსებულ უმუშევრობის დაძლევას მოხმარდება. უკანასკნელი მონაცემებით უმუშევრობამ ამერიკაში 10%-ს მიაღწია.

ამ კანონს წარმომადგენელთ პალატაში 217 ადამინმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ გამოვიდა 212 კანონმდებელი. კანონის თანახმად 50 მილიარდი დოლარი ინფრასტრუქტურის პროექტებს უნდა მოხმარდეს, 20 მილიარდი კი ფინანსური პრობლემების მქონე შტატებში მასწავლებლების კონპენსაციაზე დაიხარჯება. თახნები ასევე გადანაწილდება უმუშევართა სამედიცინო დაზღვევაზე და სხვა სახის დახმარებაზე.

XS
SM
MD
LG