ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთში ვიზიტისას საქართველოზე ისაუბრა


ჩვენი რესპონდენტი კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი ბატონი გიორგი ხუციშვილი გახლავთ. ბატონმა გიორგიმ ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის მოსკოვში ვიზიტზე ისაუბრა. გენერალურმა მდივანმა "ეხო მასკვის" ეთერში აღნიშნა რომ "რუსეთსა და ნატოს შორის კვლავაც რჩება შეუთანხმებელი საკითხები. საქართველო იყო მედვედევთან შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ჩვენ კვლავაც გვაქვს უთანხმოება საქართველოს საკითხზე. პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ვთხოვთ რუსეთს დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი მოკავშირეების საკითხი", - განაცხადა რასმუსენმა, თუმცა ისიც დასძინა, რომ ამ საკითხზე უთანხმოებამ ნატო-რუსეთის ურთიერთობების პარალიზება არ უნდა მოახდინოს. ჩვენმა რესპონდენტმა, ბატონმა გიორგი ხუციშვილმა აღნიშნა, რომ რასმუსენი შეეცადა დემონსტრირება მოეხდინა ნატოს განზრახვისა, რომ რუსეთთან გაუმჯობესდეს ურთიერთობები, უფრო კონსტრუქციული გახდეს და მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს რუსეთსა და ნატოს შორის. მისი აზრით ეს არ მოხდება საქართველოს ხარჯზე.

XS
SM
MD
LG