ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის დაკავებაზე  ორდერი გაიცა


ლონდონი ცდილობს ისრაელი დააშოშმინოს, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის სასამართლომ ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ციპი ლივნის დაკავების ორდერი გასცა. ორდერის თანახმად, ლივნის ღაზას სექტორში სამხედრო ინტერვენციის დროს დანაშაულთა ჩადენისთვის ხელის შეწყობაში ედება ბრალი.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეივიდ მილიბანდმა ლივნისთან და ისრაელის ახლანდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ავიგდორ ლიბერმანთან გამართული სატელეფონო საუბრისას, აღნიშნა, რომ თავადაც შოკირებულია ზემოთქმული ინციდენტის გამო.

მილიბანდმა განაცხადა, რომ ისრაელი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორია და ამ ქვეყნის ლიდერებს ბრიტანეთში ჩასვლა დაუბრკოლებლად უნდა შეეძლოთ. ლონდონი ცდილობს შეცვალოს კანონი, რომელიც ბრიტანელ მოსამართლეებს უცხო ქვეყნებში დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სხვა სახელმწიფოების ლიდერების დაკავების უფლებას აძლევს.


XS
SM
MD
LG