ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში  ხუთი პოლიციელი  და ექვსი სამხედრო დაიღუპა 


დღეს ავღანეთში განხორციელებულ აფეთქებებს ხუთი პოლიციელისა და ექვსი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიცია აცხადებს, რომ ჰერათის მხარის რუბატ ი სანგინის რაიონში პოლიციის ავტომობილი ააფეთქეს. ამ ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არვის უკისრია. პარალელურად განხორციელებულ სხვადასხვა აფეთქებებს, ერთი ესტონელი, ორი ბრიტანელი, ორი ავღანელი და ერთი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნატოსა და ავღანეთის სამხედროებმა ვარდეკის პროვინციაში თალიბთა ორი მეთაური და ერთი რიგითი მებრძოლი ჩაიგდეს ხელთ.


XS
SM
MD
LG